აგუერომ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' ყოფილი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო მიიჩნევს, რომ წელს ,,ოქროს ბურთის'' მოგების მთავარი ფავორიტი როდრია:
,,ოქროს ბურთის მოგებას როდრი იმსახურებს! მას იდეალური წელი ჰქონდა...'' - სერხიო აგუერო
France Football-მა ,,ოქროს ბურთის'' ნომინანტთა ფინალური 30-ეული დაასახელა, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, როდრიცაა.
ესპანელმა გასულ სეზონში ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ჩატარებულ 50 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.
28 წლის ნახევარმცველმა პრემიერლიგისა და ინგლისის თასის მოგება შეძლო, ეროვნულ ნაკრებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონი გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.