Belive

"ბოდიში ესპანელებს, მაგრამ კვირას მთელი მონდომებით ვითამაშებთ" - სკალონი

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონელ სკალონიმ ესპანეთთან გასამართ ფინალზე ისაუბრა და თქვა, რომ დიდი პატივისცემის მიუხედავად, კვირას მათ დაამარცხებენ.

იმედია, ესპანელები ბედნიერები არიან. მესიმ ამ ქვეყანას უამრავი სიხარული აჩუქა. ვიცი, რომ უყვართ კიდეც — ყველას არა, მაგრამ მაინც... თავად ესპანეთში ვცხოვრობ, ესპანელი ნათესავებიც მყავს, თუმცა კვირას, მომიტევეთ, მაგრამ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ მათ დასამარცხებლად. - თქვა ლიონემ სკალონიმ

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა და ესპანეთი ითამაშებენ. ეს დაპირისპირება 19 ივლისს 23:00 საათზე იქნება. არგენტინას შანსი ექნება მუნდიალი ზედიზედ, ხოლო ისტორიაში მეხუთედ მოიგოს. რაც შეეხება ესპანეთს - ისინი ფინალში მეორედ გავიდნენ და პირველზე გამარჯვებაც შეძლეს.

სხვა სტატიები