Belive

Bild - ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების კაპიტანი ნოიერი აღარ იქნება

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, მანუელ ნოიერს კაპიტნის სტატუსი ჩამოართვა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ,,ბუნდესგუნდის'' კაპიტანი ,,ბარსელონას'' ნახევარმცველი, ილკაი გიუნდოგანი იქნება.

როგორც Bild-ი წერს, ნოიერს ,,ბაიერნში'' დაბრუნების შემდეგ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებისთვის ბრძოლა მოუწევს.

37 წლის მეკარემ ბოლოს 2022 წლის დეკემბერში, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, რამდენიმე დღეში კი თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა.

სხვა სტატიები