Belive

ოფიციალურად | ტუხელმა დაადასტურა - ნოიერი მოედანს უბრუნდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა - ტომას ტუხელმა დაადასტურა, რომ 10 თვიანი პაუზის შემდეგ, მანუელ ნოიერი ბუნდესლიგაში, "დარმშტანდის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

37 წლის მეკარეს 10 თვეზე მეტია ფეხის მოტეხილობის გამო არ უთამაშია და სამატჩო განაცხადში ვერ ხვდებოდა.

ნოიერის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია კლუბის მთავარმა მწვრთნელმა - ტომას ტუხელმა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

"მინდა დიდი სიხარულით დაგიდასტუროთ, რომ ნოიერმა 10-თვიანი ტრავმის შემდეგ, მოედანზე დაბრუნების უფლება მიიღო და "დარმშტანდის" წინააღმდეგ იგი ძირითად შემადგენლობაში იქნება, ულრაიხი კი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს..."

- ტომას ტუხელი

"ბაიერნისა" და "დარმშტანდის" დაპირისპირება 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:30-ზე დაიწყება.

ასევე შეგახსენებთ, რომ 8 ტურის შემდეგ, ბუნდესლიგის გათამაშებას 22 ქულით "ლევერკუზენი" ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 21 ქულით "შტუტგარტია", ხოლო მესამე-მეოთხე პოზიციებს 20-20 ქულით, "ბაიერნი" და "დორტმუნდი" ინაწილებენ.

სხვა სტატიები