ბიძაშვილის დაჭრის გამო ქვინსი პრომესს 18 თვიანი პატიმრობა შეეფარდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, ბიძაშვილის დაჭრის გამო, ქვინსი პრომესს 18 თვიანი პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN NL ადასტურებს.
Quincy Promes is door de rechtbank veroordeeld tot 1,5 jaar gevangenisstraf voor het steken van zijn neef.
— ESPN NL (@ESPNnl) June 19, 2023
აღსანიშნავია, რომ ეს ქვინსისა და მისი ოჯახის წევრების პირველი დაპირისპირება არ არის. 2020 წელს მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა პრომესების ოჯახურ ვახშამზე, სადაც ფეხბურთელი მამაკაც ნათესავებს დაუპირისპირდა. ამ ინციდენტის დროს ქვინსიმ მისი ნათესავი დაჭრა, რის გამოც ციხეში ორი დღე გაატარა. საბოლოოდ "სპარტაკის" შემტევი ორ დღეში გაათავისუფლეს.
ამჯერად პრომესს ციხეში ერთი წლის და 5 თვის გატარება მოუწევს. აღსანიშნავია, რომ კლუბს ჯერ კიდევ აქვს საშუალება, რომ გადაწყვეტილება გაასაჩივროს.