Belive

betlive-ის საჩუქარი გიორგი მამარდაშვილს

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

კომპანია betlive, ქართული სპორტის აქტიურ მხარდაჭერას აგრძელებს. პროფესიონალურ სპორტთან კოლაბორაციის კვალდაკვალ, betlive-მა ამჯერად გიორგი მამარდაშვილს გაუკეთა წარმოუდგენლად მაგარი საჩუქარი. betlive-ში სტუმრად მისულ "ვალენსიასა" და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარეს, კომპანიისგან საჩუქრად BMW M4 Competition გადაეცა.

"ჯვაროსნებმა" ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზეს და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან ჯგუფში თავბრუდამხვევად ითამაშეს, რის შემდეგაც, პლეი-ოფის საგზური მოიპოვეს.

betlive, როგორც ქართული სპორტის მხარდამჭერი და თავისი მარკეტინგული კამპანია "გვჯერა" დასაწყისიდანვე ამ სანატრელი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი იყო. კამპანია "გვჯერა" არის თავდაჯერებისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შესაძლებლობების რწმენის ნათელი გამოხატულება. კამპანიის გზავნილი მარტივი და მკაფიოა: "გვჯერა ჩვენი ნაკრების, გვჯერა ჩვენი ოცნების ახდენის". ფაქტია, "გვჯერას" იდეამ გაამართლა - საქართველომ ევროპაზე ბრწყინვალედ ითამაშა და ქვეყანამ, დიდმა თუ პატარამ, გამარჯვება ერთად იზეიმა.

სადებიუტო და ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატების ერთ-ერთი მთავარი გმირი კი სწორედ გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც მოგერიებული ბურთების რაოდენობით კონკურენტები დაჩრდილა და მსოფლიოს სპორტული მედია აალაპარაკა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიასა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა. ამ ყველაფერს ის ფენომენალური სტატისტიკაც ამყარებს, რომელიც მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე დააფიქსირა, თუმცა გვჯერა, მთავარი გამარჯვება წინაა.

"გვჯერა" მეტია, ვიდრე უბრალოდ მარკეტინგული კამპანია. ის გვახსენებს, რომ ერთობლივ რწმენას, გვერდში დგომასა და მხარდაჭერას ოცნებების რეალობად ქცევა შეუძლია. გვჯერა, მთავარი გამარჯვება წინაა.


სხვა სტატიები