Belive

betlive Master League – სამოყვარულო ფეხბურთის ყველაზე წარმატებული პროექტი

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფეხბურთის მოყვარულები მასტერ ლიგას 2019 წლიდან იცნობენ – ტურნირს, რომელიც სამოყვარულო 7x7 ფეხბურთის ყველაზე მასშტაბურ და სანახაობრივ ჩემპიონატად იქცა. მიმდინარე წლიდან, კომპანია „ბეთლაივთან“ პარტნიორობის ფარგლებში, ტურნირს ახალი სახელი, „betlive Master League” ეწოდა და მისი არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა.

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის 2-წლიან კონტრაქტს ხელი ივლისში მოეწერა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას, ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მედია მხარდაჭერასა და ზოგადად, ქართულ სპორტთან თანადგომას ითვალისწინებს. განახლებული ფორმატით, ტურნირი არამარტო თბილისში, არამედ ქუთაისში, დუშეთსა და კაჭრეთშიც იმართება.

განახლებული ტურნირის მასშტაბი გაცილებით გაფართოვდა და ჯამში, 392 საფეხბურთო გუნდი გააერთიანა. მოქმედი ფორმატით, ყველა მუნიციპალიტეტს საკუთარი ტურნირი აქვს, რეგიონების მიხედვით კი, ჩემპიონატი ორ ძირითად მიმართულებად, აღმოსავლეთ და დასავლეთ betlive მასტერ ლიგად იყოფა. რაც შეეხება თბილისს, აქ 3 სხვადასხვა რანგის ლიგა არსებობს. რეგიონების გუნდების სრული ეკიპირება და სათამაშო ინვენტარი „ბეთლაივმა” უზრუნველყო.

წლევანდელ სეზონში, ტურნირს 2 ამბასადორი ეყოლება – ქართული ფეხბურთის ლეგენდები, ზურაბ ხიზანიშვილი და გიორგი დემეტრაძე. ისინი ტურნირის პოპულარიზაციასა და ფეხბურთის მასობრიობას შეუწყობენ ხელს. ისიც აღსანიშნავია, რომ 7x7 ფეხბურთს, ამბასადორებთან ერთად, ნაკრების სხვა ვეტერანი ფეხბურთელებიც თამაშობენ: ტურნირზე შეხვდებით ლევან მჭედლიძეს, ალექსანდრე იაშვილს, ჯანო ანანიძეს, გიორგი ნავალოვსკის, კახა კალაძეს, ალექსანდრე კობახიძეს, ზაალ ელიავას, გოგიტა გოგუას, ალექსანდრე ამისულაშვილს და ა.შ.

betlive Master League-ის პროგრესი, მისი დაარსებიდან დღემდე, თვალსაჩინოა. ფეხბურთით დაინტერესებული თითოეული ადამიანსთვის, მისი კარი ღიაა, „ბეთლაივსა“ და ტურნირს შორის წარმატებული თანამშრომლობა კი გრძელდება – წინ არაერთი საინტერესო პროექტი თუ სიახლე გელოდებათ.

სხვა სტატიები