Belive

ბერნარდუ სილვამ მაროკოსთან მარცხის შემდეგ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ბერნარდულ სილვამ, მაროკოსთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ეს მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრა იყო, რომელშიც ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ. მაროკოს ვულოცავ!

ძალიან ვწუხვართ, ვგრძნობდით და გვჯეროდა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვეძლო, მაგრამ არ გამოგვივიდა.

ოქროს შანსი გავანიავეთ? დიახ, უდავოდ. ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, ისტორია დაგვეწერა და ჩვენი ქვეყნისთვის რაღაც უნიკალური გაგვეკეთებინა. მე და მთელი ჩვენი გუნდი სევდითა და იმედგაცრუებით ვართ სავსე. შემიძლია, თითოეულ პორტუგალიელს ბოდიში მოვუხადო,'' - განაცხდა ბერნარდუ სილვამ.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში პორტუგალია მაროკოსთან 0:1 დამარცხდა.

მაროკოელთა მომავალი მეტოქე საფრანგეთი იქნება, რომელმაც გუშინ ინგლისს მოუგო.

სხვა სტატიები