Belive

საუდის არაბეთის ლიგის გუნდები ზაფხულში არაერთი ვარსკვლავის ყიდვას ეცდებიან

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში საუდის არაბეთის პრო ლიგის გუნდების მთავარი სამიზნეები პრემიერლიგის ვარსკვლავები იქნებიან. ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არაბეთში კარიერა, შესაძლოა, კევინ დე ბრუინემ, მოჰამედ სალაჰმა, ბერნარდუ სილვამ, ვირჯილ ვან დაიკმა, ალისონმა, რაფაელ ვარანმა და კაზემირომ გააგრძელონ.

როგორც ESPN წერს, ერთ-ერთ არაბულ კლუბს ტურინის ,,იუვენტუსის'' 20 წლის შემტევი, მატიას სულეც სურს.

ჩემპიონატის ლიდერი ,,ალ აჰლი'' ახალი თავდამსხმელის ძიებაშია, კრიშტიანუ რონალდუს ,,ალ ნასრი'' მეკარეებს აკვირდება, ,,ალ იტიჰადი'' კი ცენტრალური მცველითა და ნახევარმცველით ინტერესდება.

2023 წლის ზაფხულში არაბებმა ტრანსფერებში მილიარდ დოლარამდე დახარჯეს, რითაც მხოლოდ პრემიერლიგას ჩამორჩნენ.

სხვა სტატიები