მომავალ ზაფხულს ბერნარდუ სილვას ყიდვა გუნდებს 60 მილიონად შეეძლებათ
,,მანჩესტერ სიტის'' შემტევის, ბერნარდუ სილვას ახალ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, პორტუგალიელის გამოსასყიდი თანხა 2024 წლის ზაფხულიდან 60 მილიონი ევრო იქნება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
29 წლის ფეხბურთელმა ,,ქალაქელებთან'' ხელშეკრულება 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ბოლო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი გადაბირებით კატალონიის ,,ბარსელონა'' და ,,პარი სენ ჟერმენი'' ინტერესდებოდნენ.
სილვა ,,მანჩესტერ სიტიში'' 2017 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში ბერნარდუმ ინგლისური კლუბის მაისურით ჩატარებულ 55 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Bernardo Silva new deal valid until 2026 includes £50m release clause — it’s only starting from next summer. 🔵🇵🇹
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 18, 2023
City did excellent work in keeping Silva despite PSG bids & Barça interest.
Bernardo signed to win titles again, full focus on City now.
📱 https://t.co/E02zMlqC57 pic.twitter.com/3geU4gHtvw