Belive

ბერლუსკონი: ,,ეს ნამდვილი სკანდალია, მსაჯი უდინეზეს მხარეს იყო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მონცას'' მფლობელმა, სილვიო ბერლუსკონიმ, ,,უდინეზესთან'' მარცხის შემდეგ, მატჩის მსაჯები გააკრიტიკა:

,,წარუმატებელი თამაში გამოვიდა, მაგრამ მეტოქეს 12 მოთამაშე ჰყავდა. არბიტრი მათ მხარეს იყო, ეს ნამდვილი სკანდალია. მსაჯ დი ბელოს, დი ბრუტო უნდა ერქვას (Bello ლამაზს ნიშნავს, Brutto კი - მახინჯს).

გამარჯვების გოლი თამაშგარის გამო არ უნდა ჩათვლილიყო. საკამათო ეპიზოდებში მსაჯი ყოველთვის ჩვენ წინააღმდეგ უსტვენდა,'' - ბერლუსკონის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

იტალიის სერია ა-ს მესამე ტურში ,,მონცამ'' ,,უდინეზეს'' უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

სამი თამაშის შემდეგ, ჯოვანი სტროპას გუნდი უქულოდაა და ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები