Belive

არსენალის ყოფილი ფეხბურთელი დანით დაჭრეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,არსენალის'' ყოფილი მცველი, პაბლო მარი, რომელიც ამჟამად ,,მონცაში'' თამაშობს, ერთ-ერთია იმ ექვს ადამიანს შორის, რომლებიც მილანის მახლობლად, სუპერმარკეტში თავდასხმისას დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსივე ადამიანი დანითაა დაჭრილი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთი კი გარდაიცვალა.

Tuttomercatoweb-ის ცნობით, პაბლო მარი გონზეა და საავადმყოფოშია, სადაც მასთან ,,მონცას'' აღმასრულებელი დირექტორი - ადრიანო გალიანი და მთავარი მწვრთნელი - რაფაელე პალადინო არიან.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მარკეტში 46 წლის კაცმა თაროდან დანა აიღო და ხალხს თავს დაესხა. დამნაშავე პოლიციამ დააკავა.

დღეს მილანში ინგლისური როკ-ჯგუფის, ,,პლასიბოს''კონცერტია, რის გამოც დარბაზთან ახლომდებარე სუპერმარკეტში განსაკუთრებულად ბევრი ხალხი იყო.

პაბლო მარის ანგარიშზე სერია A-ს მიმდინარე სეზონში ,,მონცას'' მაისურით ჩატარებულ 8 მატჩში 1 გოლია.


სხვა სტატიები