მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა ბერნარდო სილვამ გაამხილა, რომ გუნდში თავისი ყოფილი თანაგუნდელის კილიან მბაპეს ხილვას ისურვებდა.
"როდესაც "მონაკოში" ვთამაშობდი, ის უკვე განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო გუნდისთვის და ის ასევე ჩემი მეგობარია. თუ "მანჩესტერ სიტი" შეძლებს მის ყიდვას, კარგი იქნება!", - თქვა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.
სილვა და მბაპე ერთად "მონაკოში" 2015-დან 2017 წლამდე თამაშობდნენ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაც მოახერხეს.
26 წლის ფეხბურთელმა "ქალაქელების" მაისურით ჩატარებულ 161 შეხვედრაში 30 გოლის გატანა და 35 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.