Belive

კევინ დე ბრუინი მანჩესტერ სიტის ტოვებს

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

სპორტულ მედიაში გავრცელებული ჭორები მართალი აღმოჩნდა. კევინ დე ბრუინი "მანჩესტერ სიტის" ძალიან მალე დატოვებს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელი იტყობინება. ბელგიელმა საკუთარი X-ის გვერდის საშუაკებით გულშემატკივარს მიმართა.

ეს თვე "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი რანგში ბოლოა. ჩემთვის ამის დაწერა რთულია, მაგრამ ფეხბურთელებმა ვიცით, რომ ეს დღეს ოდესღაც დადგება. ამ ქალაქმა, ამ კლუბმა და ამ ხალხმა ყველაფერი მომცა. ყველაფერი სრულდება, თუმცა ეს აუცილებლად ჩემი ცხოვრების საუკეთესო თავი იქნება. - წერს დე ბრუინი

კევინ დე ბრუინს "მანჩესტერ სიტიში" 413 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 106 გოლის და 174 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. "ქალაქელებთან" ერთად კევინმა 6 პრემიერ ლიგა, 2 FA თასი, 5 ინგლისის ლიგის თასი, 3 ინგლისის სუპერ თასი, FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები