Belive

ბექჰემს დოკუმენტური ფილმი სურს - ინგლისელი Netflix-თან მოლაპარაკებებს მართავს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დევიდ ბექჰემი კომპანია Netflix-თან საკუთარ ცხოვრებსა და კარიერაზე დოკუმენტური ფილმის მომზადების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ვეტერანი ფეხბურთელი ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ამ კომპანიის მიერ, მაიკლ ჯორდანის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმების სერია - "უკანასკნელი ცეკვა" იხილა. პარალელურად, 45 წლის ინგლისელის შესახებ ფილმის მომზადება Amazon-საც სურს, რომელიც ამ საკითხით თავად დაინტერესდა. "მანჩესტერ იუნაიტედის", მადრიდის "რეალის", "მილანის", "პსჟ-ს", "ლოს ანჯელეს გალაქსის და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანია. მაიამის "ინტერის" პრეზიდენტი გარდა ფეხბურთისა, სამოდელო და საქველმოქმედო საქმიანობითაცაა დაკავებული.  

სხვა სტატიები