ბექჰემი: ,,მესი მეუბნება, რომ მხოლოდ კამპ ნოუსთან ახლოს ცხოვრებაზე ოცნებობს''
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ინტერ მაიამის'' მფლობელმა, დევიდ ბექჰემმა, ლეო მესიზე ისაუბრა:
,,ვისურვებდი, რომ მესიმ კარიერის დასრულების შემდეგ, მაიამიში იცხოვროს. თუმცა, ლეო მეუბნება, რომ მხოლოდ კამპ ნოუსთან ახლოს ცხოვრებაზე ფიქრობს.
არ არსებობს ფეხბურთელი, ვისაც ბარსელონა მასზე მეტად უყვარს. მის ფეხსა და წყლის ბოთლზეც კი, ბარსელონას ლოგოა გამოსახული, რაც ამ კლუბისადმი დიდ სიყვარულს გამოხატავს.'' - დევიდ ბექჰემი
გასული სეზონის დასრულების შემდეგ, მესიმ ,,პარი სენ ჟერმენი'' დატოვა და ,,ინტერ მაიამიში'' თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
არგენტინელის ანგარიშზე ამერიკული გუნდის მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
🗣️David Beckham: “Me gustaría que Messi viviera en Miami después de su retiro. Pero Leo me dice que sólo piensa en vivir al lado del Camp Nou. No hay un jugador que ame al Barcelona como él. En su pierna y hasta en la botella de agua de la que bebe, está el logo del Barcelona… pic.twitter.com/Z5XSGUImzn
— Som I Serem FCB (@Somhiseremfcb) February 29, 2024