მესიმ დაადასტურა, რომ წლების წინ ესპანეთის ნაკრებში თამაში შესთავაზეს
5 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Miro De Atras-ის პოდკასტში ლეო მესიმ კატალონიაში გატარებული ადრეული წლები გაიხსენა და დაადასტურა, რომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში შეეძლო:
,,რაღაც მომენტში ესპანეთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და ცდილობდნენ, რომ დავერწმუნებინე. ეს ბუნებრივია... არგენტინელი ვარ, თუმცა ბარსელონაში ძალიან პატარა ასაკში მივედი.
ესპანეთის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ არა... ყოველთვის მინდოდა, არგენტინის სახელით მეთამაშა.'' - ლეო მესი
მესის დებიუტი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 2005 წლის აგვისტოში, უნგრეთის წინააღმდეგ შედგა - ლეო მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა, 2 წუთში კი წითელი ბარათი მიიღო.
ოქროს ბურთის 8-გზის მფლობელის ანგარიშზე ალბისელესტეს მაისურით ჩატარებულ 196 შეხვედრაში 115 გოლი და 64 საგოლე გადაცემაა.
❗️ Leo Messi: "At some point, the Spanish national team approached me. They tried to convince me."
— Barça Universal (@BarcaUniversal) February 25, 2026
"I am Argentine, but I arrived in Barcelona when I was very young."
"There was a possibility that I could play for Spain, but my desire was always to play for Argentina." pic.twitter.com/GCDZXBe46v