Belive

ბენზემასთან დაპირისპირების გამო, ნუნო ესპირიტო სანტო კლუბიდან გააგდეს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე "ალ იტიჰადი" ერაყულ კლუბთან 2:0 დამარცხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის შემდეგ ხელჩართული ჩხუბი ჰქონდათ კარიმ ბენზემასა და კლუბის პორტუგალიელ მთავარ მწვრთნელს - ნუნო ესპირიტო სანტოს, რის გამოც 49 წლის პორტუგალიელი კლუბიდან გააგდეს.

ამის შესახებ კლუბმა ოფიციალური განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ბენზემა ერაყულ კლუბთან დამარცხებას ვერ შეეგუა, რაც მთავარ მწვრთნელს დააბრალა. უფრო დეტალურად კი, კარიმ ბენზემამ მატჩის დასრულებისთანავე შეურაცხყოფა მიაყენა პორტუგალიელ თავკაცს და დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში ფეხბურთელი და მწვრთნელი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, მათი შეჩერება ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს და საქმეში სტადიონის დაცვა ჩაერთო.

ნუნო ესპირიტო სანტო "ალ იტიჰადში' 2022 წლიდან მუშაობდა, მან კლუბთან ერთად საუდის არაბეთის ჩემპიონატი და სუპერ თასი მოიგო.

კლუბიდან ნაადრევად გათავისუფლებისა და კონტრაქტის დარღვევის გამო, "ალ იტიჰადი" პორტუგალიელ მწვრთნელს 8 მილიონ ფუნტს გადაუხდის.

სხვა სტატიები