Belive

ბენზემამ რეალის რეკორდი დაამყარა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 27-ე ტურში ,,რეალმა'' ,,ვალიადოლიდს'' უმასპინძლა და 6:0 დაამარცხა.

მატჩში მადრიდელთა თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

ფრანგ ფორვარდს მიმდინარე სეზონში 22 გოლი დაუგროვდა. შედეგად, ბენზემა გახდა პირველი ფეხბურთელი ,,რეალის'' ისტორიაში, რომელმაც მინიმუმ 20 გოლის გატანა 11 სხვადასხვა სეზონში შეძლო.

აქამდე კარიმი პირველობას ალფრედო დი სტეფანოსთან და რაულთან ერთად იყოფდა.

გარდა ამისა, ბენზემა ,,რეალის'' შემადგენლობაში 1992 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა, დღეს ფრანგმა სამი გოლი 7 წუთში გაიტანა.

სხვა სტატიები