Belive

ბენზემამ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ალ იტიჰადის'' თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემა, ,,ოქროს ბურთის'' მოგების მთავარ ფავორიტად ვინისიუს ჟუნიორს მიიჩნევს:

,,ფავორიტად ვინიუსს დავასახელებდი, რადგან გასული სეზონიდან გამომდინარე, მოგება სწორედ მან დაიმსახურა. ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე სრულყოფილი ფეხბურთელია.

ფაქტია, რომ ვინის მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, ის ძალიან კარგია მაშინ, როცა გუნდს სჭირდება. საკუთარ შესაძლებლობებს ყოველთვის ამტკიცებს, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთს სწორედ ის იმსახურებს!'' - ქარიმ ბენზემა

ვინისიუსმა გასულ სეზონში ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ბრაზილიელმა ,,სამეფო გუნდთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები