ვესლი სნეიდერი: "მესმის ვინისიუსის, 2010 წელს ოქროს ბურთი მეც მომპარეს..."
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
40 წლის ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა - უესლი სნეიდერმა, ოქროს ბურთის დაჯილოების შემდეგ, ვინისიუსს ჟუნიორს მიმართა და უთხრა, რომ ის შედის მის მდგომარეობაში, რადგან 2010 წელს ვინისიუსის მსგავსად, ოქროს ბურთი ვესლი სნეიდერსად მოპარეს.
"მე მესმის შენი ვინი, რადგან 2010 წელს მეც ოქროს ბურთი მომპარეს. ინტერთან ერთად ტრებლი მოვიგე, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ვითამაშე, ულამაზესი გოლები გავიტანე და იმ სეზონში მართლა განსაკუთრებული ვიყავი, თუმცა ოქროს ბურთი მაინც არ მომცეს, რადგან საპირისპირო მხარეს მესი იყო.
მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ ხალხი ამაზე 14 წლის შემდეგ ისევ საუბრობს. და მეუბნებიან, რომ 10 წლის წინ გამქურდეს იმ ფაქტით, რომ ოქროს ბურთი არ მომცეს..." - ვესლი სნეიდერი
2010 წელს ,,ოქროს ბურთი'' ლეო მესის გადაეცა, რომელმაც გამოკითხვაში ხმების 22,65 % მიიღო, მეორე ადგილი ანდრეს ინიესტამ დაიკავა, მესამე - ხავიმ, მეოთხე - სნეიდერმა, მეხუთე კი - დიეგო ფორლანმა.
2009-2010 წლების სეზონში მესიმ ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 53 შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა და ლა ლიგის მოგება შეძლო. ამავე სეზონში სნეიდერმა ,,ინტერთან'' ერთად ტრებლი მოიგო და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.