Belive

"გადაწყვეტილია, ვინისიუს ჟუნიორი წელს ოქროს ბურთს მოიგებს" - MARCA

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორი წელს, 28 ოქტომბერს, პარიზში ოქროს ბურთის მფლობელი გახდება, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა MARCA აქვეყნებს. როგორც წყაროში წერია მსოფლიო ფეხბურთში უკვე ყველამ იცის, რომ ვინი ოქროს ბურთს აიღებს, გადაცემის თარიღი უკვე ფორმალობაა.

ვინისიუს ჟუნიორის ყველაზე დიდ კონკურენტებად ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე კილიან მბაპე, ჯუდ ბელინგემი, დანი კარვახალი და როდრი მოიაზრებიან.

ვინისიუს ჟუნიორმა 2023/24 წლების სეზონში "რეალ მადრიდთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სადაც გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა, მოიგო ასევე ესპანეთის ლა ლიგა, აქ კი 15 გოლს და 5 ასისტს მოუყარა თავი, ასევე მოიგო ესპანეთის თასი. ბრაზილიელი ესპანეთის სუპერთასის ტიტულსაც დაეუფლა და იქ ფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

სხვა სტატიები