ბენზემა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში დაადანაშაულეს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა - ჟერარ დარმანინმა აღნიშნა, რომ ბენზემას მჭიდრო კავშირი აქვს "მუსლიმ ძმებთან".
ერთ-ერთ გადაცემაში საუბრისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქარიმ ბენზემა მჭიდროდაა დაკავშირებული "მუსლიმ ძმებთან" - ტრანსნაციონალურ ისლამურ კავშირთან, რომელიც საფრანგეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.
🚨 Pour Gérald Darmanin (ministre de l’intérieur) :
— SPORTS ZONE (@SportsZone__) October 17, 2023
🎙️« Mr Karim Benzema est en lien, on le sait tous, notoire, avec les Frères Musulmans ».
Cette organisation est classée comme terroriste en Europe. pic.twitter.com/A8WHNPqewM
მინისტრის ეს განცხადება ქარიმ ბენზემას საჯარო პოსტებს მოჰყვა, სადაც ფრანგმა ვარსკვლავმა ღაზას მოსახლეობას ღიად დაუჭირა მხარი.