დიდი დაბრუნება?! - ლიონმა ბენზემასთან მოლაპარაკებები დაიწყო
"ლიონმა" 36 წლის ფრანგი ფორვარდის - ქარიმ ბენზემას კლუბში დაბრუნების შესახებ მუშაობა დაიწყო.
2022 წლის ოქროს ბურთის მფლობელს საუდის არაბეთში სერიოზული პრობლემები აქვს და მან აღნიშნა, რომ იქ თამაში აღარ უნდა და ევროპაში დაბრუნება სურს.
ბენზემა ხშირად იყო გულშემატკივრებისა და ექსპერტების მწვავე კრიტიკის საგანი და მან "გააბრაზა" თავისი კლუბი მას შემდეგ, რაც კლუბის შეკრებაზე 17 დღის დაგვიანებით დაბრუნდა, ბენზემას გარემოცვამ განუცხადა "L'Équipe"-ს, რომ ფეხბურთელი "ალ-იტიჰადში" ბედნიერი არ არის და კლუბის რაც შეიძლება მალე დატოვება სურს.
კარიმ ბენზემას ბევრი მსურველი ჰყავს, ერთ-ერთი მისი ყოფილი კლუბი "ლიონია", რომელიც ფატალურად ცუდ სეზონს ატარებს და ლიგა 1-ის გასავარდნ ზონაში იმყოფება, თუმცა "ლიონში" დაბრუნება მხოლოდ იმიტომ გაჭირდება, რომ ფრანგულ გრანდს არ აქვს იმდენი ფული, რომ ქარიმ ბენზემას დიდი ხელფასი გადაუხადოს, შესაბამისად, თუ ქარიმი თავის ყოფილ კლუბში დაბრუნებას დააპირებს, მას მნიშვნელოვანი ფინანსური მსხვერპლის გაღება მოუწევს.
ქარიმ ბენზემამ საფეხბურთო კარიერა სწორედ "ლიონში" დაიწყო. 2004-2006 წლებში "ლიონის" მეორე გუნდში თამაშობდა, თუმცა შიგადაშიგ პირველ გუნდშიც იძახებდნენ ხოლმე, სადაც თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და 2006-წლიდან კლუბის ერთ-ერთი მთავარი და შეუცვლელი ფიგურა გახდა.
ქარიმმა "ლიონის" მაისურით 148 მატჩი გამართა, სადაც 66 გოლის გატანა და 27 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. "ლიონის" აკადემიისა და ლიგა 1-ში დიდებული თამაშის შემდეგ, ბენზემა 2009 წელს, 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის "რეალში" გადავიდა, დანარჩენი კი უკვე დიდი ისტორიაა...