ბენზემა: "როდრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ 'გასაგიჟებელს' არაფერს აკეთებს"
23 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოქროს ბურთის დაჯილდოება, ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა. საუკეთესო ფეხბურთელი როდრი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ვინისიუსმა დაიკავა. ქარიმ ბენზემამ, რომელმაც ოქროს ბურთი "რეალში" ყოფნის უკანასკნელ სეზონში მოიპოვა, აცხადებს, რომ ვინისიუსი ნაწყენია და ეს ასეც უნდა იყოს.
მე ვესაუბრე ვინისიუსს და ის ნაწყენია - ეს ბუნებრივია, ვინი იმსახურებდა ოქროს ბურთს.
როდრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა ისეთს არაფერს აკეთებს, რომ "ვაუ" გვათქმევინოს. ამას ვინისიუსზე ვერ ვიტყვით, ბრაზილიელი თითქმის ყოველ თამაშში გვთავაზობს რაღაც საოცრებას. ის ერთ მშვენიერ დღეს ამ პრიზს მოიგებს. - განაცხადა ქარიმ ბენზემამ
როდრი ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ოქროს ბურთი "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში მოიგო. გამოკითხვაში მესამე ადგილი ჯუდ ბელინგემმა დაიკავა, რომელიც წინა სეზონის პირველ ნახევარში მათავარ კანდიდატად ითვლებოდა.