,,გენიალური მიზეზი'' | რატომ აგდებდა საფონოვი ბურთს აუტზე?
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბაიერნისა და პარი სენ ჟერმენის მატჩში ჩანდა, რომ მატვეი საფონოვი საჯარიმოდან ბურთს პირდაპირ მაიკლ ოლისეს ფლანგზე განზრახ აგდებდა. SofaScore-ის მონაცემებით, „ალიანც არენაზე“ რუსი მეკარის 32 გრძელი გადაცემიდან ზუსტი მხოლოდ ექვსი აღმოჩნდა.
რატომ იქცეოდა საფონოვი ასე? აი, რას წერენ ანალიტიკური საიტები:
,,ეს არის ხაფანგი და ის ბრწყინვალედაა დაგეგმილი. აუტს ფარული ნაკლი აქვს: ჩვეულებრივი პასისგან განსხვავებით, აქ ბურთის სწრაფად ან დიდ მანძილზე გადაწოდება შეუძლებელია. მოთამაშე, რომელიც აუტს აწვდის, შეზღუდულია, კუთხეები ჩაკეტილია, ტემპი ვარდება და რთულია რაიმე მნიშვნელოვანის შექმნა.
სწორედ ამაზე აკეთებს პსჟ გათვლას. იმით, რომ მეტოქეს აიძულებენ თამაში საკუთარ ნახევარში აუტით განაახლოს, პსჟ იდეალურ პლატფორმას ქმნის თავისი მაღალი პრესინგის დასაწყებად.“ - წერია GiveMeSport-ის სტატიაში
„საფონოვი მიზანმიმართულად ასრულებს ყველა დარტყმას კარიდან ისე, რომ თამაში ბაიერნის აუტით განახლდეს, თანაც ყოველთვის ოლისეს ფლანგზე.
ამ მხარეს აუტის დანიშვნა ორივე გუნდს აიძულებს, რომ მარჯვენა ფლანგზე მოახდინონ კონცენტრაცია, რაც ოლისეს რიცხობრივ უმცირესობაში და ძალიან ვიწრო სივრცეში ტოვებს.
ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ჩაატარა ფრანგმა დღეს სუსტი მატჩი.“ - წერს ერთ-ერთი ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში
პარი სენ ჟერმენმა ბაიერნი ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც არსენალს დაუპირისპირდება.
გადამწყვეტი შეხვედრა 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.
🧠 PSG head coach Luis Enrique's plan to nullify Michael Olise's output: asking Matvey Safonov to spray overhit clearances for a throw-in on Bayern Munich's right side to leave the France international in an overloaded area of the pitch.pic.twitter.com/pHEt3DBXyj
— Get French Football News (@GFFN) May 7, 2026