Belive

ბენზემა არ ჩანს | ფრანგმა ქალაქი ჯიდა დატოვა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ელ რიადის მედიის ცნობით, კარიმ ბენზემამ ხუთშაბათს და პარასკევს გუნდის ვარჯიში გამოტოვა და კონტაქტზე ოფიცილურ წარმომადგენლებთან არ გასულა. ალ იტიჰადმა შაბათს გასამართი მატჩის გადადება ითხოვა.

ამ დრომდე უცნობი რჩება, რა გახდა ბენზემას ასეთი ქმედების მიზეზი. ვარაუდობენ, რომ ფრანგ თავდამსხმელს არაბული კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს.

ალ იტიჰადის მწვრთნელმა, მარსელო გალარდომ ახსნა-განმარტების მიცემა არ ისურვა. როგორც ცნობილია, ბენზემამ ქალაქი ჯიდა დატოვა, სწორედ ამ ქალაქში ვარჯიშობს ალ იტიჰადი. შუა სეზონში ფრანგი თავდამსხმელის მოქმედებას ოფიციალური ახსნა ჯერ აქვს.

სხვა სტატიები