Belive

ალ იტიჰადმა კარიმ ბენზემა დუბაის საწვრთნელ შეკრებაზე არ წაიყვანა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ალ იტიჰადმა" კარიმ ბენზემა დუბაის საწვრთნელ შეკრებაზე არ წაიყვანა, გავრცელებული ინფორმაციით საუდის არაბეთის გუნდი ფრანგ თავდამსხმელზე გაბრაზებულია, რადგან ბენზემამ ბევრი ვარჯიში გამოტოვა და გუნდთან ერთად მისი არ წაყვანის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

როგორც სპორტული გამოცემა Goal წერს 2023 წლის ბოლოს ფრანგმა ჯედაში ჩატარებული სამი ვარჯიში გამოტოვა.

კარიმ ბენზემას დაპირისპირება ჰქონდა წინა მთავარ მწვრთნელ ნუნო ესპირიტოსთანაც, რამაც საბოლოოდ პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდიდან გათავისუფლება გამოიწვია.

ფრანგი ფეხბურთელის მიმართ არ წყდება კრიტიკა და გუნდში არის განცდა, რომ ოქროს ბურთის მფლობელი მოლოდინს ვერ ამართლებს. ბენზემა განსაკუთრებით გააკრიტიკეს კრიშტიანუ რუნალდუს "ალ ნასრის" წინააღმდეგ თამაშისას Boxing Day-ზე, "იტიჰადი" 5-2 დამარცხდა რონალდუმ დუბლი შეასრულა, ხოლო ბენზემამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. ასევე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ფრანგმა მის მიმართ დიდი კრიტიკის გამო ინსტაგრამის ექაუნთი წაშალა.

სხვა სტატიები