Belive

ბენზემა ან ფირმინო | ჩელსი ახალ თავდამსხმელს არაბეთში ეძებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ჩელსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბაზრის კვლევას აგრძელებს, გუნდს გოლები სჭირდება. ლონდონელების საუკეთესო ბომბარდირი კოულ პალმერია, რომელსაც მიმდინარე სეზონში 9 გოლი აქვს გატანილი. გუნდის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს ისეთი გამოცდილი თავდამსხმელი მოიყვანოს, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელთან გოლების გატანის პასუხისმგებლობას გაიზიარებს.

"ლურჯების" ყურადღება საუდის არაბეთზეა მიპყრობილი და კონკრეტულად იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილო არიან და მზად იქნებიან ევროპულ ფეხბურთს დაუბრუნდნენ. The Telegraph-ის ცნობით, ჩელსი კარიმ ბენზემას ან რობერტო ფირმინოსთვის შეთავაზებას ამზადებს, რათა ამ ორი მოთამაშიდან ერთ-ერთი იჯარით აიყვანოს.

ბენზემამ "ალ იტიჰადში" ჩატარებულ 24 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა წინასასეზონო შეკრებაზე გუნდს დუბაიში არ გაჰყვა, უკვე დიდი ხანია ბენზემას მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, მან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გუნდიც მიატოვა და ქალაქიც.

რაც შეეხება ფირმინოს, კარგი დებიუტის შემდეგ ბრაზილიელმა 18 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, სასტარტო თერთმეტეულში ადგილი დაკარგა და კაპიტნის სამკლაურიც ჩამოართვეს. ფირმინოს რამდენიმე ევროპულ გრანდს უკავშირებენ, ამიტომ ჩელსი შეიძლება ერთ-ერთი ვარიანტი იყოს, რომელიც ბრაზილიელს ელიტაში დააბრუნებს.

სხვა სტატიები