ბენტანკურმა სონს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა - ურუგვაელმა ბოდიში მოიხადა
"ტოტენჰემის" ფეხბურთელებს შორის განხეთქილება აღმოფხვრილია. როდრიგო ბენტანკურმა "დეზების" კაპიტანს - სონს ბოდიში საჯაროდ მოუხადა.
სამხრეთ კორეელ და ურუგვაელ თანაგუნდელებს შორის განხეთქილება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ბენტანკურმა სონს საჯაროს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, სონმა კი მას პასუხი საერთოდ არ გასცა.
ურუგვაულ ტელევიზიაში გადაცემა "Por La Camiseta"-დან სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ მოკლემეტრაჟიან კლიპში, წამყვანმა - რაფა კოტელომ ბენტანკურს სპურსის მოთამაშის მაისური სთხოვა, რაზეც მან შემდეგი რამ უპასუხა.
""სონის ფორმა გინდა? ოღონდ ეს შეიძლება იყოს სონის ბიძაშვილის ფორმაც, რადგან ისინი ყველა ერთნაირად გამოიყურებიან და თვალებმოჭუტულები არიან..." - როდრიგო ბენტანკური
ამის შემდეგ კი სონმა "ტოტენჰემის" უფროსობას მიმართა, რომ როდრიგო ბენტანკურს მსგავსი რასისტული განცხადების გამო სანქცია დაკისრებოდა.
ამ ყველაფრის შემდეგ, ურუგვაელმა ნახევარმცველმა ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი ადასტურებს.
"მე ველაპარაკე ლოლოს (ბენტანკურს) და მან ბოდიში მომიხადა. ავუხსენი, რომ მსგავსი რასისტული შეურაცხყოფები არ არის არავისთან სწორი და მართებული.
მან ძალიან განიცადა ეს ყველაფერი და მიხარია, რომ მიხვდა მის შეცდომას. ჩვენ ძალიან მაგარი მეგობრები ვართ, ის კლუბში ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ძმები ვართ და არაფერი შეცვლილა ამ ფაქტით.
ჩვენ გაერთიანებულები ვართ და ერთად დავბრუნდებით პრესეზონზე, რათა ვიბრძოლოთ ჩვენი კლუბისთვის..." - ჰეუნგ მინ სონი
ამ ფაქტის შემდეგ, ლონდონურმა კლუბმა "ტოტენჰემმა" სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ისინი განათლებას მისცემენ ყველა მოთამაშეს, თავიანთი მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის მიზნების შესაბამისად.
Following a comment from Rodrigo Bentancur in an interview video clip and the player’s subsequent public apology, the Club has been providing assistance in ensuring a positive outcome on the matter. This will include further education for all players in line with our diversity,… pic.twitter.com/HOkdu50n9p
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) June 20, 2024