Belive

ბენფიკა VS იუვენტუსი | ტურინელებს ქულები ძალიან სჭირდებათ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ საინტერესო მატჩები გველის. მათ შორის, "ბენფიკასა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებაა. დაუმარცხებელი პორტუგალიელები "ბებერ ქალბატონს" შინ "ესტადიო და ლუსზე" უმასპინძლებენ.

"იუვენტუსი" საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. წინა ტურში ტურინელები “მაკაბი ჰაიფას” წინააღმდეგ 2:0 დამარცხდნენ. ამჟამად “ბებერი ქალბატონი” H ჯგუფში სამი ქულით მესამე ადგილზეა. იმისათვის, რომ ტურინელებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნონ, ჯერ “ბენფიკა” უნდა დაამარცხონ, შემდეგ კი, შინ “პსჟ-ს” მოუგონ.

2022-juventus-arkadiusz-milik-wojciech-767293810

"პარი სენ-ჟერმენთან" ფრის შემდეგ, ლისაბონელებს 1/8 ფინალში ასპარეზობის დიდი შანსი მიეცათ. ისინი H ჯგუფის თანალიდერები არიან და 8 ქულით პარიზელებთან 1-2 ადგილს იყოფენ. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიური კლუბი უკვე 19 შეხვედრაა დაუმარცხებელია.

იმ შემთხვევაში თუ, "არწივები" დღეს მოიგებენ, 1/8 ფინალში გარანტირებულად ითამაშებენ. პორტუგალიელთათვის ფრეც მომგებიანია, იმ შემთხვევაში თუ, "მაკაბი" "პსჟ-ს" ვერ დაამარცხებს. შესაბამისად, შმიდტის გაწვრთნილ გუნდს შესანიშნავი შანსი აქვს, რომ ჯგუფური ეტაპი ზედიზედ მეორე წელს დაძლიოს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ როჯერ შმიდტმა ყველაზე მეტი ფეხბურთელი (18) გამოიყენა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისას. ეს იმაზეც მიუთითებს, რომ ლისაბონელებს საკმაოდ გრძელი სკამი აქვთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს "ბენფიკას" იულიან დრაქსლერი დააკლდება.

"მაკაბისთან" წაგებულ შეხვედრაში ანხელ დი მარიამ ტრავმა მიიღო და მალევე ცნობილი გახდა, რომ არგენტინელი საპასუხო შეხვედრაში არ ითამაშებდა. გარდა ამისა, ტურინელებს ფედერიკო კიეზაც დააკლდებათ.

აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსს" "ბენფიკას" წინააღმდეგ, 7 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა სტრატს 23:00 საათზე აიღებს.

სხვა სტატიები