ატლეტიკომ ბაიერნს 100 მილიონ ევროზე უარი უთხრა
2022-2023 წლების სეზონის, თითქმის, ნახევარი უკვე დასრულებულია და მადრიდის "ატლეტიკო" საშინელ თამაშს აჩვენებს. სიმეონეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ასპარეზობა ბოლო ადგილზე დაასრულა და ევროტურნირებს გამოეთიშა.
მადრიდელები დიდ იმედებს ამყარებდნენ მათ ახალგაზრდა ვარსკვლავზე ჟოაო ფელიშზე. თუმცა, პორტუგალიელმა შემტევმა ევრო სარბილზე ვერ გაიბრწყინა. MARCA-ს ცნობით, "ატლეტიკომ" "ბაიერნისგან", ფელიშის თაობაზე, 100 მილიონიანი შეთავაზება მიიღო, თუმცა, ესპანელებმა უარით გაისტუმრეს. მედიაში გავრცელებული ხმების თანახმად, "როხი ბლანკო" ამ გადაწყვეტილებას ნანობს.
🚨 | Atlético Madrid rejected an offer of €100 million from Bayern Munich in the summer for João Félix.
— Próxima Jornada (@ProximaJornada1) October 29, 2022
Atlético rejected it instantly with the hope that he would “explode” this season. As per @marca 🗞️ pic.twitter.com/CbTgjKqEsY
გუნდიდან ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ, ბავარიელები თავდამსხმელს აქტიურად ეძებენ. როგორც ჩანს, მიუხედავად ცუდი სეზონებისა, "რეკორდმაისტერს" ახალგაზრდა პორტუგალიელის მიმართ ინტერესი აქვს.
ჟოაომ ლა ლიგის 10 მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლო და მხოლოდ სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. გარდა ამისა, მან ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ 32 წუთი ითამაშა.