ბეილი: "რეალში გატარებულ პერიოდზე გული არ მწყდება"
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"არ ვნანობ, რომ რეალში დრო გავატარე, ვისაც რა უნდა, ის თქვას. ჩემი საქმე ფეხბურთის თამაშია და სწორედ ამას ვაკეთებ. ესპანეთში ჩასვლა ახალ კულტურასთან და ახალ ქვეყანასთან ადაპტაციას გულისხმობდა. რეალში გადასვლის შედეგად, გავიზარდე როგორც ადამიანი და ასევე, როგორც ფეხბურთელი. ყოფილა პერიოდი, როდესაც უდიდესი წნეხის ქვეშ ვიყავი, როდესაც გულშემატკივარი მისტვენდა. ამასაც შევეგუე - მივხვდი, რომ ყველაფერი გულთან ახლოს არ უნდა მიიტანო", - აღნიშნა უელსელმა.კონტრაქტის თანახმად, ბეილი "ტოტენჰემში" 1 წლის განმავლობაში, იჯარის წესით ითამაშებს. მისი აგენტის განცხადებით, ბეილს "რეალში" დაბრუნება არ სურს და სავარაუდოდ, წარმატებული სეზონის შემთხვევაში, მომდევნო ზაფხულიდან ბეილი ლონდონურ კლუბს ოფიციალურად შეუერთდება.