Belive

მოურინიო: "კეინი ყველა შესაძლო რეკორდს დაამხობს"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის 23-ე ტურში "ტოტენჰემმა" "ვესტ ბრომვიჩს" უმასპინძლა და ზედიზედ წაგებული 3 შეხვედრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა, შეხვედრა ანგარიშით 2:0 დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ "დეზებს" ჰარი კეინი დაუბრუნდა, რომელმაც გოლის გატანა შეძლო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მატჩის შემდგომ კომენტარში ჟოზე მოურინიომ ჰარი კეინის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ ინგლისელი ფორვარდი "ტოტენჰემის" ისტორიაში ყველა შესაძლო რეკორდს დაამხობს გოლების რაოდენობით. "ვესტ ბრომვიჩის" კარში გატანილი გოლი კეინისთვის 208-ე გამოდგა "ტოტენჰემის" რიგებში, რითიც კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა შორის მე-2 პოზიციაზე გადავიდა და ახლა მხოლოდ ჯიმი გრივს ჩამორჩება, რომელიც პირველ ადგილს 266 გოლით იკავებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ გრივს 266 გოლის გასატანად 379 შეხვედრა დასჭირდა, ხოლო კეინმა 208 გოლი 318 შეხვედრაში გაიტანა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰარი 27 წლისაა, მისთვის პირველ ადგილზე გადასვლა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მატჩის შემდგომ მოურინიომ BT Sport-თან საუბრისას განაცხადა:
" ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების დღევანდელი თამაშით, მათ აჩვენეს თავდაჯერებულობა, ძალისხმევა არ დაიშურეს, ნათლად ჩანდა, რომ ბოლოდროინდელ ცუდ შედეგებს განიცდიდნენ და გამარჯვება მთელი გულით სურდათ. ჩვენ მატჩი სწორი მიმართულებით წარვმართეთ". " რაც შეეხება ჰარი კეინს, ის კლუბის ისტორიაში განსაკუთრებულია, მას ყველა შესაძლო რეკორდის დამხობა შეუძლია. დღევანდელ მატჩში ფეხბურთელებმა კარგი ინდივიდუალური თამაში აჩვენეს". " სეზონის ბოლოს ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ადგილია, სადაც ყოფნას ვიმსახურებთ".
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "დეზებმა" 22 ჩატარებულ შეხვედრაში 36 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან.
ასევე ნახეთ, ჰარი კეინის გოლი "ვესტ ბრომვიჩის" კარში:

სხვა სტატიები