Belive

"ბედნიერი ვარ, რომ გოლების გატანა დავიწყე და კარგ ფორმას ვუბრუნდები" - გიორგი მიქაუტაძე

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურის შეხვედრაში "ლიონმა" "ანჟე" 0:3 დაამარცხა. მატჩში ბოლო შესანიშნავი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, მან ეს 88-ე წუთზე მოახერხა. აქვე გეტყვით რომ ჟორჟი შეხვედრაში 68-ე წუთზე ჩაერთო.

მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

როდესაც მალიკი (ფოფანა) აკონტროლებს ბურთს, ვიცი რომ ფლანგზე იმოძრავებს, ამ დროს კი ვხვდები რომ უკან უნდა დავიხიო, რადგან ის ჩემთან გაათამაშებს ბურთს. როდესაც მან პასი გამიკეთა, შემოვბრუნდი და დავინახე, რომ წინ ორი მოწინააღმდეგე მყავდა, ამ დროს უცებ მივხვდი, რომ ორივეს უნდა გავცდენოდი. ვიცოდი ამ მოქმედების შემდეგ რაც უნდა გამეკეთებინა და კარში ძლიერადაც დავარტყი.

ბედნიერი ვარ, რომ გოლების გატანა დავიწყე, მიყვარს, რომ ამით ჩემ მშობლებსაც ვახარებ. ბედნიერი ვარ, რომ კარგ ფორმას ვუბრუნდები. მინდა, რომ ბევრი მატჩი ჩავატარო, ეს კი მწვრთნელის გადასაწყვეტია. ახლა უფრო მეტად ვარ კონკურენტუნარიანი.

ბევრს ვმუშაობ, როცა რაღაც არ გამომდის ამის გამოსწორების გზებს ვეძებ და ვცდილობ მაქსიმალრუად სწრაფად გავაკეთო. ჩვენ უფრო მეტი და მეტი უნდა ვიმუშავოთ და ასეთი გამარჯვებები ვიზეიმოთ, რადგან სეზონის ბოლოს რაც შეიძლება მაღლა ვიყოთ. - გიორგი მიქაუტაძე

"ლიონს" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 25 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზეა (7 მოგება, 4 ფრე, 3 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 13 დეკემბერს, 00:00 საათზე ევროპა ლიგის ეგიდით ჩაატარებს, სადაც "აინტრახტს" დაუპირისპირდება.

გიორგი მიქაუტაძის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები