Belive

"ლიონს ფეხბურთელის დამატება შესაძლოა 3 სატრანსფერო ფანჯრის დროს აეკრძალოს" - L'equipe

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფამ 2000 ევროს ოდენობის ვალის გამო შესაძლოა ლიონს 2026 წლამდე მოთამაშეების დამატება აუკრძალოს. დისციპლინური სანქცია, ტრანსფერებთან დაკავშირებულ გადაუხდელ ნაშთს ეხება, რომლის გადახდის წესებიც ჯონ ტექსტორის კლუბმა დაარღვია, ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L'equipe აქვეყნებს.

ფიფას მიერ დაწესებული სანქცია 3 სატრანსფერო ფანჯარას მოიცავს, ანუ ლიონს ფეხბურთელის დამატება არ შეეძლება მიმდინარე ზაფხულში და 2026 წლის როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ჩათვლით. წყაროს ცნობით, ეს ყველაფერი მოხდა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მათ 45 დღე ჰქონდათ ფინანსური კუთხით დარეგულირებისთვის, მაგრამ სანქცია ამოქმედდა და ლიონი პრობლემას წააწყდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფედერაცია განცხადებას ავრცელებს:

რეგისტრაციის აკრძალვის დაკისრების შემდეგ, შესაბამის კლუბს სანქციის მთელი ვადის განმავლობაში არ შეუძლია ახალი მოყვარული ან პროფესიონალი მოთამაშეების რეგისტრაცია ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე. კლუბი ახალი მოთამაშეების რეგისტრაციას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც აკრძალვა სრულად მოხდილი იქნება ან FIFA-ს ადმინისტრაციის მიერ მოხსნილი იქნება, რაც, როგორც წესი, კლუბის მიერ კონკრეტული პროცედურების შესრულების პირობით იქნება დამოკიდებული. -

ლიონი ფედერაციას პასუხობს, რომ:

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ განვიხილეთ გარკვეული შიდა პროცედურები და ეს საკითხი ერთ-ერთი მათგანი იყო, ჩვენ დავნერგეთ და შემოვიღეთ ახალი პროცედურები. -

სხვა სტატიები