BBC Sport: არველაძემ ჰალში კომფორტული გამარჯვებით დაიწყო
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიფის 29-ე ტურში ,,ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის დებიუტი შედგა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა ,,სუონსის” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ამ ფაქტს "BBC Sport"-ი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
პირველი მატჩი, პირველი გამარჯვება. არველაძემ ჰალში კომფორტული გამარჯვებით დაიწყო
შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა – თავი ტომ ივსმა გამოიჩინა, რომელმაც ბრენდონ ფლემინგის გადაცემით ისარგებლა. 12 წუთში მასპინძლებმა მეორე გოლი გაიტანეს – კინ ლუის-პოტერმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მეორე ნახევარში ,,სუონსი” უპირატესობა ფლობდა, თუმცა ,,გედებმა” გოლის გაქვითვა ვერ შეძლეს. ,,ჰალ სიტის” 28 ჩატარებული მატჩის შემდეგ 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციაზეა. არველაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 5 თებერვალს ,,პრესტონთან” შინ გამართავს.First game, first win ✅ Shota Arveladze's Hull City reign began with a comfortable victory over Swansea City.#bbcefl — BBC Sport (@BBCSport) January 29, 2022