Belive

პოლ პოგბა დოპინგ ტესტზე ჩავარდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, პოლ პოგბამ დოპინგ ტესტზე დადებითი შედეგი აჩვენა. აღნიშნული ტესტი, ფრანგ ფეხბურთელს "უდინეზესთან" ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ჩაუტარდა. 

პოგბა შესამოწმებლად შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს. ტესტმა ფეხბურთელის სხეულში მომატებული ტესტოსტერონის დოზა აჩვენა. 

მას შემდეგ, რაც პოლი "იუვენტუსში" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდება, ფრანგის კარიერა არც ისე სახარბიელოდ ვითარდება. მძიმე ტრავმებს თან აღნიშნული ინციდენტიც დაერთო. ამ ეტაპზე, არ ვრცელდება ინფორმაცია თუ როგორ დაისჯება ფრანგი ნახევარმცველი. 

სხვა სტატიები