იტალიამ სპეციალური 10-დღიანი სატრანსფერო ფანჯრის გახსნა მოითხოვა
ოქტომბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ FIFA დანერგავს "ახალ" სატრანსფერო ფანჯარას 1 ივნისიდან 10 ივნისამდე, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მოთამაშეთა კლუბის ცვლილებას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წინ.
სპეციალური სატრანსფერო ფანჯრის შემოღება დაეხმარება გუნდებს მოახდინონ შეთანხმება იმ ფეხბურთელებთან, რომელთა კონტრაქტები იწურება 30 ივნისს (ევროპაში კონტრაქტის ვადის გასვლის სტანდარტული თარიღი).
ჯანლუკა დი მარსიოს ინფორმაციით, სერია A-მ ოფიციალურად მოითხოვა იტალიაში სატრანსფერო ფანჯრის გახსნა 1-დან 10 ივნისამდე, რაც გუნდებს საშუალებას მისცემს დაარეგისტრირონ ახალი მოთამაშეები 1-ელ ივლისამდე. მოთხოვნა დიდწილად დაეხმარება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მონაწილე "ინტერსა" და "იუვენტუსს". FIFA-ს ჯერ მოთხოვნა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა დიდი ალბათობით, ამის საწინააღმდეგო არაფერი ექნება, რადგან იდეა თავადვე გააჟღერეს.
🚨🇮🇹 Serie A will open special transfer window from June 1 to June 10, 2025 in order to bring in new players for Clubs’ World Cup 2025 in July. pic.twitter.com/gaN5TmnCMr
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 21, 2024