მიქაუტაძე მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ითამაშებს
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის მერვედფინალური განმეორებითი მატჩების შემდეგ, თითქმის ყველა წყვილის ვინაობა ვიცით. ჩვენთვის გამორჩეული დაპირისპირება "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლიონს" შორის შედგება. ინგლისელებმა ორი მატჩის ჯამში "რეალ სოსიედადს" 5:2 აჯობეს, ლიონმა კი "სტიაუას" 7:1 მოუგო - რუმინელებთან მეორე შეხვედრაში (4:0), გიორგი მიქაუტაძემ გოლებისა და საგოლე გადაცემების დუბლი შეასრულა.
სხვა მეოთხედფინალური წყვილები ასეთია:
"ტოტენჰემი" - "აინტრახტი"
"ბოდო გლიმტი" - "ლაციო"
"ლიონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"
"ატლეტიკ ბილბაო" - "რეინჯერსი"/"ფენერბაჰჩე"
ლიონი მანჩესტერს 10 აპრილს უმასპინძლებს, განმეორებითი შეხვედრა კი 17 აპრილს ოლდ ტრაფორდზე გაიმართება.