Belive

ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბათუმის ახლადაშენებულმა სტადიონმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.

"დინამო ბათუმის" საშინაო არენამ აღნიშნულ ნომინაციაში გაიმარჯვა და პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მაიამიში გამართულ ღონისძიებაზე გახდა.

ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2018 წლის იანვრიდან 2020 წლის ივლისამდე მიმდინარეობდა და ხარჯებმა 141 მილიონი ლარი შეადგინა. სტადიონი 2020 წლის ბოლოს გაიხსნა და მას შემდეგ იქ საშინაო შეხვედრებს ეროვნული ლიგის წარმომადგენელი "დინამო ბათუმი", ასევე საქართველოს ფეხბურთისა და რაგბის ნაკრებები ატარებენ.

სხვა სტატიები