ტირანას კაპიტანი: "ბათუმურ კლუბს ბევრად აღვემატებით და შემდეგ ეტაპზე გავალთ"
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმთან" გასამართი საწყისი მატჩის წინ, ალბანური "ტირანას" კაპიტანმა, ფილიპ ნაიდოვსკიმ კომენტარი გააკეთა.
"მინდა პირველი ოფიციალური მატჩი გავიმეორო ("დინამო თბილისთან" გამარჯვება - 2:0 უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 2020 წელს).
მიმაჩნია, რომ "დინამო ბათუმს" ხარისხიანი გუნდი ჰყავს და ერთ-ერთი უძლიერესიც საქართველოში. მეტოქეს მაქსიმალურ პატივს ვცემთ, მაგრამ მჯერა, რომ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში გავალთ. როგორ წავალთ უფრო შორს და ორი მატჩის ჯამში საპასუხო მატჩში, ამას მოედანზე ვნახავთ.
დიდი უპირატესობაა, რომ მათ ჩემპიონატი დაიწყეს და სატურნირო ცხრილის სათავეში არიან, მაგრამ, ვფიქრობ, რომ "ტირანა" ბევრად სჯობს "დინამო ბათუმს". რაც შეეხება ფეხბურთელებს, ვფიქრობ, ძალიან კარგად მოვემზადეთ და ტექნიკური თვალსაზრისით პრობლემა არ შეგვექმნება", - თქვა ალბანური კლუბის ჩრდილოეთ მაკედონიელმა კაპიტანმა.
“დინამო ბათუმისა” და “ტირანას” მატჩი 13 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას, ის ბათუმში, 20 ივლისს შედგება და სტარტს 21:00 საათზე აიღებს.