ბარსელონას ჟოაო ფელიქსის შენარჩუნება სურს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' ხელმძღვანელობას ჟოაო ფელიქსის შენარჩუნება გადაწყვეტილი აქვს. ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს.
კატალონიურ გუნდში პორტუგალიელის თამაშით კმაყოფილები არიან. ,,ბარსელონა'' ფეხბურთელის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან, მოლაპარაკებებს მართავს, რათა ფინანსური პრობლემების მიუხედავად, კლუბმა ჟოაოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივება შეძლოს.
ერთ-ერთი ვარიანტი გამოსყიდვის უფლებით ფეხბურთელის იჯარის განახლებაა.
როგორც Diario Sport-ი წერს, ,,ბარსელონაში'' თამაშის გაგრძელება თავად ფელიქსის სურვილიცაა.
ჟოაოს ანგარიშზე კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 8 შეხვედრაში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. 23 წლის შემტევს, რომელიც ,,ბარსელონაში'' სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, ,,ატლეტიკოსთან'' კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.