Belive

ბარსელონა მეისონ გრინვუდით ინტერესდება

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მეისონ გრინვუდის საფეხბურთო მინდორზე დაბრუნება ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი სგანსახილველი თემაა. ზაფხულში "ხეტაფეში" იჯარით გადასულმა ინგლისელმა ამ სეზონში, ლა ლიგაში, არაერთი კარგი თამაში ჩაატარა. მან ესპანეთის ჩემპიონატის 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გრინვუდის კარგმა დაბრუნებამ ევროპული კლუბების დაინტერესება გამოიწვია და მათ შორის კატალონიის ბარსელონაა. წყაროს ინფორმაციით, ესპანური გრანდი მეისონის დრიბლინგითა და მოედნის ბოლო მესამედში მისი უნარებით მოხიბლულია.

ინგლისელმა ყველა ტურნირზე 9 გოლის გატანა მოახერხა, რაც ამდენი ხნის უთამაშებელი ფეხბურთელისთვის დიდი მიღწევაა.

აღსანიშნავია, რომ ბარსელონას კონკურენციაში ჩართვა მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესებულ კლუბებს შორის "არსენალი", "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალიც" არიან.

გრინვუდი სკანდალური ფიგურა მას შემდეგ გახდა, რაც 2022 წელს გაუპატიურების მცდელობისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის გამო, შესაძლოა გულშემატკივრების დიდი ნაწილი ბარსელონას დაინტერესებით უკმაყოფილო იყოს.

მეისონის პრობლემატურია სიტუაცია "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულში სწრაფად და მოულოდნელად გადაწყვიტა, როცა საკუთარი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი "ხეტაფეში" იჯარით გაუშვეს.

სხვა სტატიები