ბარსელონას ყოფილი სპორტული დირექტორი ატლეტიკოში დაინიშნა
ბარსელონას ყოფილი სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი, თანამდებობას მადრიდის ატლეტიკოში დაიკავებს.
62 წლის სპეციალისტი მადრიდში, პირველ გუნდთან და ახალგაზრდულ სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს გაუძღვება. 2021 წლიდან 2023 წლამდე, ალემანი ბარსელონას სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მისი ხელმძღვანელობით, კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატი (2022/23), ესპანეთის თასი (2021) და ესპანეთის სუპერთასი (2023) მოიგეს.
ალემანი ასევე ცნობილია მალიორკას გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობით, სადაც მან 1998/99 წლების სეზონში, ლა ლიგაში, მესამე ადგილი დაიკავა. ესპანელს, მსგავსი თანამდებობა ვალენსიაშიც, 2017 წლიდან 2019 წლამდე ეკავა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 2018/19 წლების სეზონში, ესპანეთის თასი მოიგო.
Mateu Alemany, nuevo director de Fútbol Profesional Masculino. Carlos Bucero le incorpora al área deportiva como máximo responsable del primer equipo y del Atlético Madrileño.
— Atlético de Madrid (@Atleti) October 7, 2025
ℹ️ https://t.co/HSfNB5VfLM pic.twitter.com/SGgaaw2K5j