Belive

"ვისიამოვნოთ, მსგავსი რამ ყოველდღე არ ხდება" - პედრი

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 36-ე ტურში გამართული კატალონიური დერბი, ბარსელონას გამარჯვებით (0:2) დასრულდა, რითიც ბლაუგრანა 2 ტურით ადრე დაეუფლა ჩემპიონის ტიტულს.

ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში 28-დ მოიპოვა და მატჩის დასრულების შემდეგ, პედრიმ ემოციების დამალვა ვერ შეძლო.

ვფიქრობ, ყველაზე რთული ტიტულია, რომლის მოგებაც ამ სეზონში შეგვეძლო და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

საჩემპიონო ზეიმი გასახდელში საკმაოდ ხმაურიანად დავიწყეთ. ასეთი განსაკუთრებული რამ ყოველდღე არ ხდება - ვისიამოვნოთ. - პედრი.

შეგახსენებთ, რომ ესპანიოლის კარში გატანილი პირველი გოლის ავტორი ლამინე იამალი გახდა, მატჩის მიწურულს კი იამალმა ფერმინ ლოპესს გაატანინა.

სხვა სტატიები