8 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა, სადაც მიუნხენის “ბაიერნი” “ბარსელონას” შეხვდა და 3:0 გაიმარჯვა. ამ მარცხით “ბარსელონა” ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად ჩარჩა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ვერ გავიდა 1/8 ფინალში, ამ ფაქტმა კი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კატალონიური გრანდის კატასტროფულ ასპარეზობას 2021/2022 წლების სეზონში.
ასევე დასრულდა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპებიც და კლუბები 1/16 ფინალისთვის მზადებას შეუდგნენ, შესაბამისად გაირკვა "ბარსელონას" სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგის 1/16 ფინალში:
ევროპა ლიგის ჯგუფში მეორე ადგილები დაიკავეს ესპანურმა კლუბებმა - "სოსიედადმა" და "ბეტისმა", თუმცა რადგან "ბარსელონა" და ეს 2 კლუბი ესპანურია, ისინი ევროპა ლიგის 1/4 ფინალამდე ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.
თუ ვის შეხვდება კატალონიური გრანდი 13 დეკემბერს გაირკვევა. ცნობილია ის ფაქტი, რომ ევროპა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩს "ბარსელონა" შინ 17 თებერვალს გამართავს, საპასუხო მატჩი კი 24 თებერვალს გაიმართება.