17 წლის არონ იააკობიშვილი ბარსელონას განაცხადში მოხვდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში "რაიო ვალეკანო" "ბარსელონას" უმასპინძლებს. კატალონიელთა დამრიგებელმა საკუთარი გუნდის განაცხადში 17 წლის ქართული ფესვების მქონე მეკარე, არონ იააკობიშვილი შეიყვანა.
თინეიჯერი მეკარე უნგრეთში დაიბადა და ამავე ქვეყნის მოქალაქეა . იააკობიშვილი ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდს 2018 წელს "ეთ სანტ ჯასტიდან" შეუერთდა. მან ბარსელონა B-სთან კონტრაქტი 2022 წლის თებერვალში გაახანგრძლივა.
ბარსელონას განაცხადი რაიოსთან მატჩისთვის : 36 ნომრით - არონ იააკობიშვილი
👥 [CONVOCATION]
— FC Barcelona (@fcbarcelona_fra) November 24, 2023
Le groupe de Xavi pour le déplacement sur la pelouse du Rayo Vallecano en @LaLiga samedi à 14h#RayoBarça pic.twitter.com/ZvyYmMG8uy