Belive

ჯერარდი მოდრიჩსა და ბენზემაზე: "ჩვენ ვსაუბრობთ მოთამაშეებზე, რომლებიც სხვა დონეზე არიან"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე მისთვის ჩვეული შოუ დადგა. 2:0 - დან მადრიდელებმა შეხვედრის შემოტრიალება შეძლეს. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა გუნდმა აღნიშნული დაპირისპირება 2:5 მოიგო და შინ სამბურთანი უპირატესობით დაბრუნდება.

აღნიშნული შეხვედრის მოგებაში დიდი წვლილი მიუძღვით ლუკა მოდრიჩსა და ქარიმ ბენზემას. ამ უკანასკნელმა დუბლიც შეასრულა. მოედანზე გამორჩული იყო ვინისიუს ჟუნიორიც, რომელმაც ფრანგის მსგავსად, ორი გოლი გაიტანა. მოდრიჩისა და ბენზემას კარგმა თამაშმა ლივერპულელი გულშემატკივარიც აღაფრთოვანა და პატივისცემის ნიშნად მეტოქე გუნდის ფეხბურთელები აპლოდისმენტების ფონზე გააცილეს.

" დღეს ჩვენ მოდრიჩისა და ბენზემას აბსოლუტური დიდების მომსწრენი გავხდით. ჩვენ ვსაუბრობთ მოთამაშეებზე, რომლებიც სხვა დონეზე არიან." - განაცხადა "ლივერპულის" ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა.

აღსანიშნავია, რომ "რეალი" ერთადერთი გუნდია ჩემპინთა ლიგის ისტორიაში , რომელმაც ორბურთიანი ჩმორჩენის შემდეგ, მატჩის მოგება სამბურთიანი უპირატესობით შეძლო.

ამ გუნდებს შორის მომვალი დაპირისპირება 15 მარტს 23:55 საათზე გაიმართება. ამჯერად, შეხვედრას "სანტიაგო ბერნაბეუ" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები