ბარსელონა საკუთარ მოედანზე ატლეტიკოსთან 2006 წლის შემდეგ არ დამარცხებულა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონამ ლა ლიგის მე-15 ტურში ატლეტიკო (1:0) დაამარცხა და სატურნირო ცხრილში დაწინაურდა. მატჩის ერთადერთი გოლი ჟოაო ფელიქსმა ყოფილ გუნდს გაუტანა.
ბარსელონას სახლში ატლეტიკოსთან თითქმის 18 წელია არ წაუგია, ეს კი ზედიზედ 24 მატჩს ნიშნავს - (23 კამპ ნოუზე, 1 სტადიო ოლიმპიკოზე). 2020 წლის ესპანეთის სუპერთასის მატჩი, რომელშიც კატალონიელები ნომინალური მასპინძელები იყვნენ და ატლეტიკოსთან (2:3) დამარცხდნენ, საუდის არაბეთში ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართა.
ბარსელონას ბოლო საშინაო მარცხი მადრიდის ატლეტიკოსთან 2006 წლის 5 თებერვალს მოხდა (1:3).
ამ მომენტისთვის ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ადგილზეა, კატალონიელები სათავეში მყოფ რელსა და ჟირონას 4 ქულით ჩამორჩებიან.